ბენეფიციარი
6 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
პირი, რომელიც სარგებლობს საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოებული აქტივობებით ან/და რომლისკენაც მიმართულია ასეთი აქტივობები და როგორც წესი, ჩართულია მათ განხორციელებაში; ბ) გრანტი – ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის საგრანტო პროექტის განსახორციელებლად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი, ფულადი ფორმით; გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო პროექტის გამოვლენას
კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75 · მუხლი 2
ბრალდებული/მსჯავრდებული, პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი, განრიდებული, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი
სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას
სოციალური მუშაობის შესახებ · მუხლი 2
ოჯახი, რომლის განცხადებაც განხილულია კომისიის მიერ და რომელიც აკმაყოფილებს პროგრამითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენის საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
მონაწილის მიერ ამ კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი
ON VOLUNTARY PRIVATE PENSION · მუხლი 2
პირი, რომელიც სარგებლობს უფასო საკვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 1