მოწმობა

6 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობა, რომლის მფლობელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მოწმობით მინიჭებული ოსტატობის აღნიშვნებისა და დაშვებების აღნიშვნის შესაბამისად

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს

დიზაინის შესახებ · მუხლი 2

ამ კანონის შესაბამისად ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და სელექციონერის უფლების დამადასტურებელი, დამცავი დოკუმენტი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ · მუხლი 2

ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს

საქართველოს საპატენტო კანონი · მუხლი 2

ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს

სასაქონლო ნიშნების შესახებ · მუხლი 2

საჰაერო ხომალდის ბორტზე განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დამადასტურებელი დოკუმენტი

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →