საბანკო გარანტია

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული საბანკო ან სადაზღვევო გარანტია კონკურსში მონაწილეობის, საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მოსალოდნელი რისკის თავიდან ასაცილებლად, კონკურსის მონაწილის ან ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი გარანტიების მექანიზმის სახეობა. უცხოური ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში გარანტია უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტის სახეებია: ტ.ა) „კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია“ – ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საკონკურსო ან სანებართვო პირობების საბანკო გარანტიის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმების ან/და ნებართვის მიღების უზრუნველსაყოფად; ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, საბანკო გარანტია უბრუნდება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება ნებართვის მიღების შემდეგ. ტ.ბ) „საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია“ – წარდგენილი უნდა იქნეს კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ · მუხლი 2

საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით; ჟ) აუქციონის მონაწილე - პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით

ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →