ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ზ) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება; თ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; ი) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი.
შემოწმება
4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად
ტექნიკური და სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული მოქმედება, პირის იდენტიფიკაციის, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების ან/და სხვა საშიში მოწყობილობების აღმოსაჩენად
სააგენტოს თანამშრომლების ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დოკის შემოწმება/ინსპექტირება ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.