შეტყობინება

6 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ · მუხლი 2

დადგენილი წესით ღვინის კომპანიის მიერ წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას

ვაზისა და ღვინის შესახებ · მუხლი 3

პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა, ასევე ანონიმური მომართვა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის წერილობითი, სატელეფონო (ტელეფონოგრამა) ან საჯაროდ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ინფორმაცია ან განცხადება მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის შესახებ

საჯარო რეესტრის შესახებ · მუხლი 2

პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილი მომართვა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →