საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; ჰ67) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ჰ67.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; ჰ67.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას
უფლებამოსილი ორგანო
5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური)
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანების მოვლა–პატრონობის და დასუფთავების ცენტრი“