„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიც საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
- „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება
- „ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით საქართველოს პარლამენტის დადგენილება
- კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 02 დეკემბრის #32 დადგენილებაში „კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №18
2010 წლის 9 სექტემბერი
ქ რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ყ) მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე ხელს აწერს მშენებლობის ნებართვებს, შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტებს.
მერის მიერ მომზადებული წინადადებების შესაბამისად , აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“ .
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება;
მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება;
შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება.“ .
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი