„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №141
2012 წლის 27 იანვარი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1.მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.მერია შედგება მერიის სტ რ უქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“.
2. მე-3მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.მერიის სტრუქტურული ერთეულები, თანამდებობის პირები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“.
3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერის მიერ შემუშავებულ მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
5. მე-8 მუხლის მესამე პუნქტის „ა.ა“, „კ“, „კ.ა“ და „კ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
კ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მერიის სხვა თანამშრომლებს;
კ.გ) ანაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;“.
6.მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –თვითმმართველი ქალაქი რუსთავის რწმუნებული (შემდგომში–რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3.თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და მერს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, მერს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინუ რ ი ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს მერს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5.რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
7. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
8.რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მერის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.
8. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მერიის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოები“.
9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურულ ი ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“.
10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოებია:
ა)ჟიული შარტავას სახელობის ტერიტორიული ორგანო;
ბ) შოთა რუსთაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
გ)დავით აღმაშენებლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
დ) ვახტანგ გორგასლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
ე)გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
ვ)ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
ზ) ძველი რუსთავის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
თ)ილია ჭავჭავაძის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
ი) იაკობ ცურტაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;
კ) ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტერიტორიული ორგანო.
3. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპიური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“
11. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება) მეორე მუხლით დამტკიცებულ ი დანართი №2.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე