„სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი160.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №147
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1383) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატთა შრომის ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურისათვის გამოყოფილი სუბსიდიების ფარგლებში.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა შეწყდეს იმ რეგიონში, სადაც იურიდიული დახმარება განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №147. სარეგისტრაციო კოდი — 160.030.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 დეკემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №147, 01.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 160.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100120/