საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2 საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებუ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- "სსიპ – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეის-მომედეგობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და სსიპ – ლევან სამხარაული საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2 საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაო საქართველოს მთავრობის დადგენილება
- „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2 საქართველოს მთავრობის დადგენილება
- "სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვა საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №279
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1537) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეორგანიზებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:
ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინსტიტუტი „ტექინფორმი“;
ბ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდეს:
ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;
ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ „ტექინფორმის“ უფლებამონაცვლედ;“.
3. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-18, 45-ე, 52-ე და 67-ე პუნქტები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური