„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2007 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი