„საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№622
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 12/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №622

2007 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2007 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის(საქართველო) და ქერჩის(უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ.ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი