„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №24 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 15 სექტემბერი
დ. თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის 12 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამ ა ტებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 1 -ლი მუხლის წინ დაემატოს:
„თავი I. ზოგადი დებულებები “.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას,
შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში
შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის
რედაქტირებას;
ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების
მიხედვით;
მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი
წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ო)ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის
ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
პ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ჟ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი
ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;
რ) საბუღალტრო აღრიცხვას;
ს) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა
გადასახდელების გაცემას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
3. თავი 2 . სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. სამსახურის სტრუქტურა“.
4. მუხლი 3.სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა “.
5. მე -3 მუხლის 1 -ლი პუნქტის:
ა)„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბიუჯეტო დაგეგმის განყოფილება.
ბ.ა) მთ. სპეციალისტი ;
ბ.ბ) მთ. სპეციალისტი ;
ბ.გ) მთ. სპეციალისტი ;
ბ.დ) მთ. სპეციალისტი “;
ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
გ.ა) განყოფილების უფროსი ;
გ.ბ) მთ . სპეციალისტი ;
გ. გ) მთ. სპეციალსტი “.
6. თავი 3. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები“.
7. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა“.
8. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„თავი V. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.
9. მე -8 მუხლის 1 -ლი და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით ;
3.კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით. “.
10. მე -9 მუხლის:
ა) 1 -ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო “;
ბ) 1 -ლი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -2 პუნქტი:
„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე .“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური