„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. ლანჩხუთი |
„კ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, შესამუშავებელ და განსახილველ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
ლ) საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
მ) საკრებულოს წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების მიცემა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
ნ) საკანონმდებლო სიახლეების საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის გაცნობა;
ო) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობის ორგანიზების გაწევა ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
პ) თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება;
ჟ) საკრებულოს საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა, პიარის დაგეგმვა და განხორციელება;
ს) საკრებულოს წევრების საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ტ) მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა;
უ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;“.
„მუხლი 7. სამდივნო
სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ - ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.
სამდივნო:
ა) ახორციელებს საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების მომსახურებას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს კომისიებისა და ფრაქციების სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) უზრუნველყოფს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე განსახილველი საკითხების გამრავლებას და დარიგებას;
დ) აწარმოებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
ე) უზრუნველყოფს აპარატის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის წარმოებას;
ვ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს თანამდებობის პირებს დეკლარაციების დროულად წარდგენაზე;
ზ) აპარატის დებულების შესაბამისად ასრულებს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
თ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებს, აღრიცხავს წინადადებებსა და შენიშვნებს;
ი) აწარმოებს საერთო კრების სხდომის ოქმებს.“.
„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის წინაშე.“.
|