ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2010 ბოლო ცვლილება 14.06.2012
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.014319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 11/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.319

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №52

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).

3. 2010 წლის 1 აპრილამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მოქმედი ნოტარიუსების რეესტრში რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

ნოტარიუსთა რეესტრის ფორმა

№

ნოტარიუ-სის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

სამუშაო ადგილის მისამართი

ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები

რეესტრში რეგისტრა-ციის თარიღი

ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები

რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1

1. ნოტარიუსთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ნოტარიუსების  შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველო ელექტრონული ფორმით. ნოტარიუსთა რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს  საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე. 

    მუხლი 2

რეესტრის ფორმა (დანართი №1) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

ბ)  სანოტარო ბიუროს მისამართი;

გ) ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის აქტის რეკვიზიტები;

დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;

ე) ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის რეკვიზიტები;

ვ) რეესტრიდან ამორიცხვის თარიღი;

ზ) შენიშვნა.

    მუხლი 3

1. რეესტრში ნოტარიუსს ენიჭება შესაბამისი ნომერი, რაც განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით.

2. ნოტარიუსების შესახებ მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2012.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.014319.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.06.2012-დან.
სად არის „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №52, 10.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.014319 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1008963/