„კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.228
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №119
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1411 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. ჩიჩუა) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის ჟურნალების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა
| №
| კერძო აღმასრულებ -ლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი | სამუშაო ადგილის მისამართი
| ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
| ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი | ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი, ხელმომწერი პირის ვინაობა | რეგისტრაციის ნომერი | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1
1. კერძო აღმასრულებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის კერძო აღმასრულებლების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველო.
მუხლი 2
რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) კერძო აღმასრულებლის სახელი, გვარი;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მისამართი;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი;
ე) ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა;
ვ) რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;
ზ) შენიშვნა.
მუხლი 3
1. კერძო აღმასრულებელზე გაცემულ ლიცენზიას ენიჭება შესაბამისი ნომერი. ლიცენზიის ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.
2. კერძო აღმასრულებლების თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №119. სარეგისტრაციო კოდი — 070.030.000.22.027.013.228.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.06.2012-დან.
- სად არის „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №119, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.228 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84490/