„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.014375
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.375

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №53

2010 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებით (სსმ III, 28.01.2008წ., №13, მუხ.173) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში რეგისტრირებულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული მოქმედი სერტიფიკატი და მისი დანართი №1. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ  შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით და მისი დანართებით.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„13. დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის, იმავდროულად, საქართველოში რეგისტრირებული სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა.“. 

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ა) ბაზირების აეროპორტთან და აეროპორტში მყოფ სხვა სამსახურებთან (სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, საავარიო-სამაშველო სამუშაოებით უზრუნველყოფაზე);“.

4. მე-8  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში ადმინისტრაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღებულობს გადაწყვეტილებას სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატის №1 დანართს.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველ  პუნქტს  დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: 

„ბ1) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

ბ2) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს ერთი თვით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებას.“; 

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არც ერთ  სხ-ს;“.

6. მე-9 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებულ  სხ-ს  გასული  აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, მაშინ აღნიშნული სხ ამოღებულ იქნება სერტიფიკატის  დანართი №1-დან, ექსპლუატანტის განცხადების გარეშე.“.

7. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის  დანართ №1-თან ერთად. სერტიფიკატით და მისი დანართებით გათვალისწინებული მონაცემები განსაზღვრულია ამ  წესის  დანართები  №3, 4 და 5-ით.

5. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ  მას, საქართველოს კანონმდებლობის და იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8335-An/879 („საექსპლუატაციო ინსპექციის, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის პროცედურების სახელმძღვანელო“)   მე-10 თავის 10.3 პუნქტის („სხ-ის იჯარა ეკიპაჟით“) და ამავე ოფიციალური გამოცემის დამატება „B“-ს ნაწილი „G“-ის  შესაბამისად  გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თითოეული სხ-ს თვის ცალ-ცალკე.“    

8. წესის დანართი №3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

9. წესის დანართი №6 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2010.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.03.2010. მიმღები ორგანო — ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.47.052.014375.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №53, 18.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 300160070.47.052.014375 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009722/