„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №219

2022 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების შემთხვევაში, სხ-ს უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ  „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N209 ბრძანების შესაბამისად გაცემული ფრენის ვარგისობის სტანდარტული  სერტიფიკატი“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: 

„მუხლი 21 . საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება

1. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შემთხვევაში, ექსპლუატანტი ვალდებულია, გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი.

2. თუ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არ განახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ვალდებულია, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება უზრუნველყოს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული, საკუთარი ან კონტრაქტორი საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს მეშვეობით.

3.  ამ წესით გათვალისწინებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ სხ-ის ექსპლუატანტს არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმოს სერტიფიკატი ან ხელშეკრულება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმოსთან“.  

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“,  „კ“ და “ჟ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფრენოსნო პერსონალის მონაცემები ამ წესის №7 დანართის მიხედვით. თუ განმცხადებლის საფრენოსნო პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ  ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა“;

„კ) „უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო“ ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“,  სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“, 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“  და 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებით დამტკიცებული „საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს“.

„ჟ.ე) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სხ-ის  საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოსთან, ამ წესის 21 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, თუ არ გააჩნია საკუთარი სერტიფიცირებული საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო“;

ბ) მე-3 პუნქტის „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

4. მე-8 მუხლის 6​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​1. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც აქვს EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი“.

5. მე-16 მუხლის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“ მის ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან სხ-ის ტიპის სერტიფიკატზე პასუხისმგებელი ქვეყნის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის  შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევებში. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან“;

6. მე-161 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
სხ-ის ექსპლუატანტი, რომელსაც ამ წესის ამოქმედების დროს გააჩნია სხ-ის ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი, ვალდებულია, ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისთვის უზრუნველყოს ამ ბრძანების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2022.
როდის იქნა მიღებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.10.2022. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016272.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219, 05.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5579313/