,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№455
სარეგისტრაციო კოდი
010.260.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 03/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №455

2007 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

ქ. თბილისში, შარტავას ქუჩა №7-ში მდებარე შენობაში ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების განთავსებით საგრძნობლად იზრდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვა, რაც შესაბამისად გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის გაზრდას და სატრანსპორტო საცობის წარმოქმნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გეგმარებითი თვალსაზრისით დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სრულყოფილი ფუნქციონირებისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია სააკაძის მოედანსა და შარტავას ქ. №7-ში მდებარე შენობას შორის არსებული ტერიტორია გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის. ამდენად, გარდაუვალია შენობის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცია. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს თბილისში, სააკაძის მოედანზე ,,შრომის სასახლის“ მიმდებარედ ანდრეი ცუძინოვიჩის (დაბ. 27.02.1973 წ. პირადი №4607515878) საკუთრებაში არსებული 1270 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №01/10/13/15/007) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება.

2. ქ. თბილისის მერიამ (გ.უგულავა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2007.
როდის იქნა მიღებული „,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““?
„,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““ მიღებულია 30.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №455. სარეგისტრაციო კოდი — 010.260.000.08.002.004.
სად არის „,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქ. თბილისის მერიისათვის ექსპრო­პრიაციის უფლების მინიჭების შესახებ““, №455, 30.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.260.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101086/