„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.035.014554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 28/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.014.554

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №105/ნ

2010 წლის 27 აპრილი

 ქ. თბილისი

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის  27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.03.2007, №27, მუხლი 322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმები (დანართი №1-5).“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების (დანართი №1-5) შევსება აუცილებელია უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც.“.

3. ამოღებულ იქნეს №6 დანართი – ფორმა 7.

4. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21   პუნქტი:

„21 . დანართი №3-ით დამტკიცებულ ფორმა №IV-50/3-ში („სსე აქტის ამონაწერი“) გრაფაში – სსე დიაგნოზი, დაავადების კოდის (ICD-10 კლასიფიკაციის მიხედვით) მითითება აუცილებელია.”

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი