„სენაკის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.108.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2010 წლის 17 სექტემბერი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებით თანხები გადანაწილდა შემდეგი ოდენობით: ა) სენაკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი; ბ) ქ. სენაკისა და ზემო ჭალადიდის თემის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; გ) ქ. სენაკისათვის ნაგავმზიდისა და სანაგვე ბუნკერების შესაძენად 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი; დ) ქ. სენაკის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 195000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; ე) ქ. სენაკში ორი სპორტული მოედნის მოსაწყობად 100 000 (ასი ათასი) ლარი; ვ) ქ. სენაკის სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი. ზემოაღნიშნული თანხებიდან ტენდერისა და ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 64242 (სამოცდაოთხი ათას ორასორმოცდაორი) ლარი, აქედან: სენაკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიდან 3900 (სამი ათას ცხრაასი) ლარი; ქ.სენაკისა და ზემო ჭალადიდის თემის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებიდან 9658 (ცხრა ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) ლარი; ქ. სენაკისათვის ნაგავმზიდისა და სანაგვე ბუნკერების შესაძენი თანხიდან 22460 (ოცდაორი ათას ოთხას სამოცი) ლარი; ქ. სენაკის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოებიდან 21231 (ოცდაერთი ათას ორას ოცდათერთმეტი) ლარი; ქ. სენაკში ორი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებიდან 2077 (ორი ათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი; ქ. სენაკის სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის სამუშაოებიდან 4916 (ოთხი ათას ცხრაასთექვსმეტი) ლარი. აღნიშნული ეკონომია მიზანშეწონილია მიმართულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის (ბორჯომის ქუჩა, ბორჯომის ქუჩის ჩიხი, გუბაზ მეფის ქუჩის მონაკვეთი ბორჯომის ქუჩიდან თაყაიშვილის ქუჩამდე).

 ამასთან, მიზანშეწონილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენის მიზნით მასალების შესაძენად სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯებში გამოყოფილი 14850 (თოთხმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარიდან (შპს „სენაკის სამშობიარო სახლისათვის“ 900 (ცხრაასი) ლარი, შპს „სენაკის სარაიონოთაშორისო ნერვოლოგიური დისპანსერისათვის“ 1100 (ერთი ათას ასი) ლარი, სს „სენაკის რაიონული საავადმყოფოსათვის“ 1550 (ერთიათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი, სულ 3550 (სამი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი გადატანილ იქნეს ტერიტორიული ორგანოების (ადმინისტრაციული შენობების სახურავების რეაბილიტაცია) არაფინანსურ აქტივებში, კერძოდ, შპს „სენაკის სამშობიარო სახლის“ სახურავის რეაბილიტაციისათვის 900 (ცხრაასი) ლარი; შპს „სენაკის სარაიონოთაშორისო ნერვოლოგიური დისპანსერის“ სახურავის რეაბილიტაციისათვის 1100 (ერთი ათას ასი) ლარით; სს „სენაკის რაიონული საავადმყოფოს“ სახურავის რეაბილიტაციისათვის 1550 (ერთი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარი.

 აგრეთვე, მიზანშეწონილია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული 564126 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ას ოცდაექვსი) ლარი, რომელიც ფუნქციონალური კლასიფიკაციით საბინაო-კომუნალური მეურნეობის კომუნალური განვითარების (კოდი 7062) მუხლშია, აისახოს ეკონომიკური საქმიანობის სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ სფეროში (კოდი 7049).

 სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული 2010 წლის 24 აგვისტოს №2172 წერილით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ითხოვს დამატებით 5000 (ხუთიათასი) ლარის გამოყოფას ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „სენაკის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. გაიზარდოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 5000 (ხუთი ათასი) ლარით და ის ადრე დამტკიცებული 6815960 (ექვსი მილიონ რვაას თხუთმეტი ათას ცხრაას სამოცი) ლარის ნაცვლად განისაზღვროს 6820960 (ექვსი მილიონ რვაას ოცი ათას ცხრაასსამოცი) ლარით, კერძოდ, წლის დასაწყისისათვის არსებული თავისუფალი სახსრების ნაშთით 5000 (ხუთი ათასი) ლარით (დანართი 2).

2. შესაბამისად გაიზარდოს საგასავლო ნაწილი 5000 (ხუთი ათასი) ლარით, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფისის ხარჯები.

3. შემცირდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებებში არაფინანსური აქტივები: ქ. სენაკში წყალსადენის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9658 (ცხრა ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) ლარით; დასუფთავების ღონისძიებები, კერძოდ, ქ. სენაკისათვის ნაგავმზიდისა და სანაგვე ბუნკერების შესაძენი თანხა 22460 (ოცდაორი ათას ოთხას სამოცი) ლარით; წყალსანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები 4916 (ოთხი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარით; სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება 21231 (ოცდაერთი ათას ორას ოცდათერთმეტი); სპორტის ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ, ქ. სენაკში ორი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები 2077 (ორიათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარით, სულ 60342 (სამოცი ათას სამას ორმოცდაორი) ლარით და შესაბამისად გაიზარდოს გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვის არაფინანსური აქტივები 60342 (სამოცი ათას სამას ორმოცდაორი) ლარით.

4. შემცირდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ასიგნებებში, კერძოდ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და წყალსადინარი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯები 3550 (სამი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარით და, შესაბამისად, გაიზარდოს ტერიტორიული ორგანოების არაფინანსური აქტივები 3550 (სამი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარით.

5. შემცირდეს ფუნქციონალური კლასიფიკაციის საბინაო-კომუნალური მეურნეობის კომუნალური განვითარების (კოდი 7062) ასიგნებები 564126 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ასოცდაექვსი) ლარით და, შესაბამისად, გაიზარდოს ეკონომიკური საქმიანობის სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ სფეროში (კოდი 7049) ასიგნებები 564126 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ას ოცდაექვსი) ლარით (დანართი №5).

6. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი თ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია