დანართი №2
ხანძრის ნომრის დადგენის სარეკომენდაციო ნიმუში

ხანძრის
ნომერი
ხანძრის ნომრის მიხედვით გამოძახებული ძალები და საშუალებები
სხვადასხვა ნაგებობები, რომლებზეც ძალები და საშუალებები იგზავნება პირველი შეტყობინებისთანავე
შენიშვნა
ძირითად სახანძრო ავტომობილებზე
სპეციალურ სახანძრო ავტომობილებზე

1
1-2 გათვლა ავტოცისტერნით

(გასვლის რაიონში სრული შემადგენლობით გადის მორიგე ცვლა)

1 გათვლა ავტოკიბით

(4 და მეტსართულიანი და 8 მეტრზე მეტი სიმაღლის საწარმოო შენობებისათვის)
9 სართულზე ნაკლები სიმაღლის საცხოვრებელი სახლები (ხანძრის გაჩენისას სართულებზე), გარაჟები, საწარმოები (არახანძარსაშიში წარმოებით), სხვა ობიექტები, აგრეთვე ავარიების და სტიქიური უბედურებების ადგილები, სადაც ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს უფლება აქვს გამოიძახოს ერთი ან რამდენიმე გათვლა ძირითად და სპეციალურ ავტომობილებზე ხანძრის მაღალი ნომრის გამოცხადების გარეშე

2
4-5 გათვლა ავტოცისტერნით

(გასვლის რაიონში გადის მორიგე ცვლა და ახლომდებარე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გათვლები)

1 გათვლა ავტოკიბით
(4 და მეტსართულიანი და 8 მეტრზე მეტი სიმაღლის საწარმოო შენობებისათვის
1 გათვლა აირკვამლდამცავი სამსახურის ავტომობილზე
(შენობების სარდაფებში ხანძრის გაჩენისას)
საბავშვო, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასტუმროები, საერთო საცხოვრებლები, 10 და მეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც ავტომატურად ენიჭება ხანძრის 2 ნომერი
ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი უშუალოდ ხანძრის ადგილიდან ადასტურებს ან უარყოფს გამოძახების ნომერს ან აცხადებს უფრო მაღალ ნომერს

3
6-9 გათვლა ავტოცისტერნით

(გასვლის რაიონში გადის მორიგე ცვლა და ახლომდებარე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გათვლები)

1-2 გათვლა ავტოკიბით
1 გათვლა აირკვამლდამ-ცავი სამსახურის ავტომობილით
(შენობების სარდაფებში, საკაბელო გვირაბებში ხანძრის გაჩენისას)
1 გათვლა საავარიო-
სამაშველო ავტომობილით
(ღამის საათებში, აგრეთვე შენობების სარდაფებში, საკაბელო გვირაბებში ხანძრის გაჩენისას)
სამაყურებლო დაწესებულებები, ნავთობბაზები, აფეთქებახანძარსაშიში წარმოების მქონე საწარმოები, სასიცოცხლო უზრუნველყოფის, განსაკუთრებული მნიშვნელობის და სხვა, ორგანიზაციები, რომლებსაც ავტომატურად ენიჭება გამოძახების 3 ნომერი
ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი უშუალოდ ხანძრის ადგილიდან ადასტურებს ან უარყოფს გამოძახების ნომერს ან აცხადებს უფრო მაღალ ნომერს

4
10-15 გათვლა ავტოცისტერნით
(დამატებით _  1, 2, 3 ნომერზე გასული ძალების დასახმარებლად  გადის 4-6 მორიგე ცვლა ახლომდებარე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებიდან)
გათვლები ავტოკიბით, აირკვამლდამცავი სამსახურის ავტომობილით, საავარიო-სამაშველო ავტომობილით, სახელოების ავტომობილით, ავტოამწით (ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით)
4 ნომერი ხანძარი ავტომატურად არ ცხადდება
4 ნომერი ხანძარი ცხადდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, უშუალოდ ხანძრის ადგილიდან, თუ  3 ნომრით თავმოყრილი ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი ხანძრის ჩასაქრობა