ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№571
სარეგისტრაციო კოდი
140060000.22.034.014793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 30/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.014.793

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №571

2010 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-6 მუხლის მე-2 პუქნტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „ხანძრების, ავარიების, კატასტრო­­ფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ციე­ბი­სას ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­გა­ნო­ე­ბის სახანძრო-სა­მაშ­ველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერ­ნა­ტო­რის ად­მი­­ნისტრაციის რეგიონული საგანგე­ბო სიტუაციების მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­­რის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი” (დანართი №1).

 მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუ­ა­ციების მართვის დეპარ­ტა­მენტმა უზრუნველყოს ბრძანების შეს­წავ­ლის ორგანიზება ადგი­ლობრივი თვითმმარ­თვე­ლო­ბის ორგანოების სა­ხანძრო-სამაშველო დანაყოფებში და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერ­ნა­ტო­რის ად­მი­­ნისტრაციის რეგიონული საგანგე­ბო სიტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­­რებში.

 მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამო­ქვეყნებისთანავე.

  ი. მერაბიშვილი

 

ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვასაგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას (შემდგომში – ხანძრები და სხვა სა­­­განგებო სიტუაციები) ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ხან­ძ­რო-სა­მაშ­ვე­­­ლო დანაყოფებისა (შემდგომში – სა­ხან­ძ­რო-სა­მაშ­ვე­­­ლო დანაყოფები) და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერ­ნა­ტო­რის ად­მი­­­ნისტრაციის რეგიონული საგან­გე­ბო სიტუაციების მარ­თვის სამ­სა­ხუ­­­რის (შემდგომში – რეგიონული საგან­გე­ბო სიტუა­ციე­ბის მართვის სამ­­­სახური) ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი (შემდგომში – წესი) შე­მუ­­შავებულია „სახან­ძ­რო უსაფრ­თხო­ების შესახებ”, „ბუნებ­რი­­­ვი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მო­სახ­ლე­ო­­ბ­ისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ სფეროში მოქმედი ნორ­მა­­ტი­­უ­ლი აქტების შე­სა­ბა­მისად.

2. წესი არეგულირებს სა­ხან­ძ­რო-სა­მაშველო და­­ნაყოფების და რეგიონული საგანგე­ბო სიტუა­ციე­ბის მარ­თვის სამ­სა­­ხურის ძალებისა და საშუალებების მიერ ხან­ძრის ჩაქ­რო­ბისა და სა­ა­ვა­­რიო-სამაშველო სამუ­შა­ო­ების ჩატარების ორგანი­ზე­ბის და მოქ­მე­დე­ბის წინასწარი დაგეგმვის საკითხებს.

    მუხლი 2

საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუ­ა­­­ციებ­ზე რეა­გი­­რებისას სხვა­­დასხვა სახეობის სახანძრო-სამაშველო და­­ნა­ყო­ფე­ბის და საავარიო-სა­მაშ­ვე­ლო ფორმირებების მოქმე­დე­ბე­ბის მართვა და კო­­ორდი­ნი­რე­ბა მართვის დონეების მიხედვით ევალებათ:

ა) ცენტრალურ დონეზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­­ტროს სა­გან­­გებო სიტუაციების მართვის დე­პარ­ტა­მენ­ტს;

ბ) ავტონომიის დონეზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკების სა­გან­­გებო სიტუაციების მართვის ორგანოებს;

გ) რეგიონულ დონეზე – რეგიონული საგან­გე­ბო სიტუაციე­ბის მარ­თვის სამსახურს;

დ) ადგილობრივ დონეზე – ადგი­ლობ­რივი თვით­მმარ­თვე­ლობის ორგა­ნოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს.

    მუხლი 3

ადგილობრივ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეა­გირების ძალების მოქმედებების მართვისას სახანძრო-სამაშველო და­ნა­ყოფების ძირითად ამოცანებს წარმოად­გენს:

ა) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყო­ფების ძალებისა და საშუალებების ეფექ­­ტური გა­მო­ყენებისთვის საჭირო პირობე­ბის შექმნა;

ბ) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების ძალებისა და საშუალებე­ბის მარ­თვის ერთიანი სისტემის შექმ­ნა;

გ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან (მათ შორის რე­გი­ო­ნულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყო­ფ­თან) ურთიერ­თმოქ­მე­დე­ბის ორგა­ნი­ზება;

დ) სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სამსახურებთან და რეგი­ონულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყო­ფ­თან საერ­თო ღონისძიე­ბების ორ­გა­ნიზება და ჩატარება.

    მუხლი 4

რეგიონულ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებ­ზე რეა­გირების ძალების მოქმედებების მართვისას რეგიონული საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებს წარმოად­გენს:

ა) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყო­ფების ძალების და საშუალებების გა­­მო­ყენების დაგეგმვა;

ბ) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყო­ფების ძალების და საშუალებების კო­ორდინაცია და მონიტორინგი;

გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებს შორის კავშირის ორგა­ნიზება;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების გამოძახების თა­ო­ბაზე ინფორმაციის მიღების და რეგისტრაციის ორგანიზება, გამო­ძა­ხე­ბის შემდგომი დამუშავება და საქართველოს შინაგან საქმეთა სა­მი­ნის­ტ­როს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისათვის ინფორ­მა­ცი­ის მიწოდება;

ე) საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძა­ლების მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღო­ნისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ) რეგიონის სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის და სასიცოც­ხ­ლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურ­თი­­ერთ­მოქმედების შეთან­ხ­მე­ბ­ის (ერთობლივი ინსტრუქციების) შემუ­შა­ვე­ბის ორგანიზება და დამ­ტკი­ცე­ბა;

ზ) რეგიონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფროსი ოპერა­ტი­­­­უ­ლი თანამდებობის პირების ხანძრებსა და სხვა საგანგებო სი­ტუა­ცი­ე­ბ­ზე გამოძახების წესის განსაზღვრა.

    მუხლი 5

განსაკუთრებულად რთული ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე სა­ხან­ძ­რო დაცვის სხვადასხვა სახეობების სამსახურების მოქმედებების მა­­კო­ო­რდინირებელი ფუნქციები ეკისრება საქართველოს შინაგან საქ­მე­თა სა­მინისტროს სა­გან­­გებო სიტუაციების მართვის დე­პარ­ტა­მენ­ტს.

    მუხლი 6

1. სახანძრო-სამაშველო და რეგიონული სა­გან­გე­­ბო სიტუაციების მართვის დანაყოფების მიერ ხან­ძ­­რის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორ­გა­ნი­ზება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძა­ლე­ბი­სა და სა­შუა­ლებების მოქმედებების და­­გეგმვის წინასწარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წესით. მოქმედებების დაგეგმვა შედგება და­ნა­ყო­­ფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმებისა (შემდგომში – ჩაბ­­­მის გეგმა) და შემ­თხვევებზე გასვლის განრიგისაგან (შემ­დგომ­ში – გასვლის განრიგი).

2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტე­რი­ტო­რიულ საზღვრებში წარმოქმნილ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე ჩაბმის გეგმის დად­გე­ნი­ლი წესით შემუშავებას უზრუნველყოფს რე­გიონული საგან­გე­ბო სი­ტუ­ა­ციების მართვის სამსახური და ამტკი­ცებს შესაბამისი სახელ­მწი­ფო რწმუ­­ნებული – გუბერნატორი განკარ­გუ­ლე­ბით. ჩაბმის გეგმა თან­ხ­მდე­ბა სა­ქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სი­ტუა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის დეპარტამენტთან.

3. გასვლის განრიგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითადი ოპე­რატიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ხანძრებისა და სა­ა­ვა­რიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ძალებისა და სა­­შუალებების სწრაფი და ორგანიზებული გადანაწილების წესს სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმისას. ადგი­ლობ­­რივი თვითმმართველობის ორგანოს ტერიტორიულ საზ­ღვრე­ბში წარ­მოქ­­მნი­ლ ადგილობრივ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გასვლის განრიგის დადგენილი წესით შემუ­შა­ვებას უზრუნ­ველ­ყოფენ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და ამ­ტკ­ი­­­ცებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ქა­ლა­ქე­ბის – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი – სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების გასვლის განრიგი თანხმდება სა­ქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მარ­თ­ვის დეპარტამენტთან.

4. ჩაბმის გეგმის შემუშავების მიზნით სა­ხანძრო-სამაშველო დანა­ყო­­ფების უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან წარუდგინონ აუ­ცი­­­ლე­­ბელი მო­ნა­ცე­მე­ბი (შეიარაღებაში არსე­ბუ­­ლი სახანძრო და სპეცია­ლუ­­­რი ავტო­მო­ბი­ლების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებ­ლები, გას­ვლის რა­იონის ოპერატიულ-ტაქტი­კუ­რი დახასიათება და ა.შ.) შესაბამის რე­გი­ო­ნულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს.

    მუხლი 7

ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სხვადასხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­­უ­ლ-ტერი­ტო­რი­უ­ლი ერთეულების ადგილობ­­რივი თვით­მ­მარ­თველობის ორ­­­გა­ნოების სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სი­ტუ­ა­ცი­ების მართვის დანაყოფების ძა­ლებისა და სა­შუა­ლე­ბე­ბის ჩაბ­მას ახორ­­ციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დე­პარ­­ტამენტი.

თავი II

ხანძრების და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმის შემუშავება

    მუხლი 8

„სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წეს­დების დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომ­ბრის №1254 ბრძა­ნებით დამტკიცებულ ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმას (დანართი №3) აგრეთვე თან ერთვის:

ა) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო, საავარიო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების ძალე­ბი­სა და სა­შუ­ალებების ნუსხა;

ბ) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო, საავარიო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების ძალე­ბი­სა და საშუ­ა­ლე­ბე­ბის ჩამონათვალი, რომ­ლის ტერიტორიაზე იგზავ­ნე­ბი­ან დამ­­ხმარე დანაყოფები ხანძრის ჩა­საქ­რო­ბად და საავარიო-სამაშველო სა­მუ­­შაოების ჩასატარებლად და რომლის ინ­ტე­­­რ­ესებიდან გამომდინარე მუ­შავ­­­­დე­ბა ჩაბმის გეგმა, მან­ძილების, მსვლე­­ლობის მარშრუტისა და გზის სა­­ფარის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­თი­თე­ბით;

გ) დასახმარებლად მოზიდული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძა­­­­ლე­ბი­სა და საშუალებების ჩამო­ნა­თ­­­ვა­ლი, ამ დანაყოფებიდან მან­ძი­ლე­ბის, მსვლელობის მარ­შ­რუ­ტის, გზის საფარის მდგომარეობისა და აღნი­შ­­ნულ პერიოდში მაკომპენსირებელი ღონის­ძი­ე­ბე­ბის მითითებით.

    მუხლი 9

ჩაბმის გეგმა ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სა­განგებო სიტუაციების მართვის დე­პარ­ტა­მენ­­­ტის ინფორმაციისა და პროგ­­­რამული უზრუნველყოფის სამსა­ხუ­რის საინფორმაციო განყო­ფი­­­ლე­ბა­ში. შესაბამის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს და რეგიო­ნულ საგანგებო სი­­ტუაციის მართვის სამსახურს ეგზავ­ნება ამო­ნაწერი გეგ­მი­დან.

    მუხლი 10

ჩაბმის გეგმის შემუშავება მოიცავს:

ა) ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაციებში ხან­ძ­რის ჩაქ­­რო­ბისა და სა­ავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მი­მარ­­თუ­ლი მოქმე­დე­ბების წინასწარ დაგეგ­მ­ვას;

ბ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების, ორგანიზაციების სპეცი­ა­ლუ­­რი ნუს­ხის გან­საზ­ღ­ვრას, სადაც ხანძრის ჩაქრობისა და სა­ავარიო-სა­­­მაშველო სა­მუ­შა­ოების ჩასატარებლად მოი­ზიდებიან დამა­ტებითი ძა­ლე­­ბი და საშუალებები სხვა თვითმმართველი ერთეულე­ბი­დან;

გ) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების დამატებითი ძალებისა და სა­­შუა­­ლე­ბების რაოდენობის გან­საზ­ღ­ვ­რას, რომლებიც მოიზიდები­ან სპე­­­ციალურ ნუს­ხაში შეტანილ ორგანიზაციებში მომხდარი ხანძრების ჩა­საქ­რო­ბად;

დ) დამატებითი სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების ძალებისა და სა­­შ­უალებების რაოდენობის გან­საზ­ღ­ვრას, რომლებიც მოიზიდებიან მო­მი­ჯ­ნავე ტე­რი­ტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სა­მაშ­ველო სამუშაოების ჩა­სა­ტა­რებლად;

ე) გასვლის რაიონში სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების დისლოკაციის შეცვლის უზრუნველმყოფი ღონის­ძი­ე­ბე­­ბის შე­მუ­შავებას სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რთუ­­ლი ხან­ძ­­რების ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩა­­­ტა­რებ­ისას;

ვ) სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რთული ხან­ძ­­რე­­ბის ჩაქ­რო­ბისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებ­ისას გასვლის რაიონში ხანძრის ჩაქ­რობის ორგანიზების საჭი­რო დონის უზრუნ­ველ­მყო­ფი მაკომპენსირებელი ღო­ნისძიებების შემუ­შა­ვე­­ბას;

ზ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან და სხვა დაინტე­რე­სე­ბულ ორგა­ნიზა­ციებთან ურთიერთქმედების შესახებ ინსტ­რუქ­ციე­ბის შემუ­შა­ვე­ბას და შეთანხმებას.

    მუხლი 11

ჩაბმის გეგმის კორექტირება ხორციელდება საჭიროებიდან გამომ­დი­ნარე, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე:

ა) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგა­ნი­­ზების სფეროში ახალი ნორ­მა­ტი­ული აქტე­ბის გამო­ცე­მის შემთხვე­ვა­ში;

ბ) გასვლის რაიონის საზღვრების ცვლილების დროს;

გ) სახანძრო-სამაშველო გათვლების რაოდენობის, პირადი შემადგენ­­ლო­ბის რიცხოვნების, აგრეთვე სა­ხან­ძ­რო და სპეციალური საავარიო-სა­მაშველო ტექნიკის ტაბელური კუთვნილების ცვლილებების შემ­თხვე­ვაში.

თავი III

ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის თავისებურებები

    მუხლი 12

რთული ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოე­ბის ჩასატარებლად პირველ რიგში მოიზიდებიან ძირი­თადი, სპე­ცია­ლუ­რი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკით, სამაშველო, სახან­ძ­რო-ტექ­ნი­კუ­რი საშუალებებით და და­ნად­გარებით აღჭურვილი სახანძ­რო-სა­მაშ­ვე­­­ლო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამ­სახურის დანაყოფები.

    მუხლი 13

სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების დისლოკაციის შესაცვლელად მომ­ზა­დე­ბისათ­ვის საჭირო დრო განისაზღვრება ადგილობ­რივი პი­რო­ბე­ბი­დან გამომდინარე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.

    მუხლი 14

1. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატა­რე­ბის ორგანი­ზე­ბა­ მოიცავს:

ა) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების, საავარიო-სამაშ­ვე­ლო ფორ­მი­­რებების სახანძრო ტექნიკით, ცეცხლ­­­საქრობი ნივთიერებებით, საა­ვა­რიო-სამაშ­ვე­ლო შეი­არა­ღე­ბით აღჭურვას და მათ­­თვის კონკრეტული ამო­­ცანების დასახვას;

ბ) მორიგე სამსახურის ორგანიზებას;

გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩა­ტა­­რების წინასწარი და­გეგმვის დოკუმენტების შემუშავებას;

დ) სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფებს შორის, აგრეთვე სასიცოც­ხ­ლო უზ­რუნ­ველყოფის და სხვა სამსა­ხუ­რებთან ურთიერთქმედების და კავშირის ორგა­ნი­ზებას.

2. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშ­ვე­ლო სამუშაოების ორგა­ნი­ზების ყველა ღონისძიება უნდა უზ­რუნ­­­ველ­ყოფ­­დეს სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების და საავარიო-სამაშ­ვე­ლო ფორმირებების შემთხვევის ად­გი­­ლამ­­დე დროულ მის­ვ­ლას, ადამიანთა და ქონების გადარჩენას, ხანძ­რის სწრაფ ლიკვიდაციას.

თავი IV

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვა

    მუხლი 15

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატა­რების წინასწარი დაგეგმვის ღონისძიებების შემუშავების ორგანიზება ევალებათ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების და რეგიონული საგან­გებო სი­ტუა­ციე­ბის მართვის სამსახურის უფლებამოსილ პი­რებს.

    მუხლი 16

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარე­ბის წინასწარი დაგეგმვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­­ბი უნ­და შე­ესა­ბა­მე­ბო­დეს დასახ­ლე­ბუ­­ლი პუნქ­ტე­ბის, ობიექტების ოპე­­რა­ტი­ულ-ტაქტიკურ და საინჟინ­რო-ტექ­ნიკურ თავისე­ბუ­რე­ბებს, კონ­კ­რე­ტუ­­ლ ობი­ექ­­ტებზე შრომის დაცვისა და უსაფთხოების ტექნიკის წესებს, ხან­ძრის წარმოქმ­ნის და განვი­თა­რე­ბის პარა­მეტ­რე­ბის პროგ­ნო­ზირების ტექნიკურ უზ­რუ­ნ­ველ­ყოფას, სა­ხან­ძ­რო-სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყო­ფების და საავარიო-სამაშველო ფორ­მი­რე­ბე­ბის ძა­ლე­­ბისა და სა­შუა­ლე­ბე­ბის ჩაბმის სხვადასხვა ტექნიკური ამო­ცა­ნე­ბის გა­­დაწ­ყვეტას, ხანძრის ჩაქრობის სხვადასხვა სა­შუა­ლე­ბებისა და ხერ­­ხე­ბის გამოყენებას, აგრეთ­ვე სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთ­­ხოვ­ნებს.

    მუხლი 17

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატა­რე­ბის წინასწარი დაგეგმვის დო­კუ­მენ­ტების შე­მუშავება ხორციელდება შე­საძ­ლო ავა­რი­ული სიტუაციების მოდე­ლი­რე­ბისა და ვითარების პროგ­ნო­ზი­რების საფუძველზე.

თავი V

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების გასვლის განრიგის შემუშავება

    მუხლი 18

ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ული ერთეულების საზღვრებში სხვადასხვა სირთულის ხანძრების და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების მიზნით გასვლის განრიგის შემუშავებისას უნდა დადგინდეს რეაგირების ძა­ლე­ბისა და სა­შუ­ა­ლებების რაოდენობა (რეზერვების გათვალისწინებით) და მო­ზიდ­ვის თანმიმ­დევ­რო­ბა, აგრეთვე სპეციალური ტექ­ნიკის ჩაბმის და უფლებამოსილი თანამდებობის პირების შემთხვევებზე გასვლის წესი სა­ხანძრო-სამაშვე­ლო დანაყოფების მა­ხა­სია­­თებ­ლებიდან გამომდინარე, გასვლის რაიონის ტე­რიტორიაზე განთავსებული ორგანიზაციების ოპერატიულ-ტაქ­ტი­კური თავი­სებურებების და ერთდროულად წარმოქმნილი ხანძრების შესაძლო რაოდენობის გათვა­ლის­წი­ნე­ბით.

    მუხლი 19

სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სამსახურების დანაყოფე­ბის და საავარიო-სამაშველო ფორმირებების ჩართვა გასვლის განრიგში ხორ­ციელდება დადგენილი წესით შემუშავებული შეთანხმების საფუძ­ველ­ზე. გასვლის განრიგი ინახება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძში.

    მუხლი 20

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არსებული ძალებისა და საშუ­ა­­ლებების რაოდენობიდან გამომდინარე გასვლის განრიგის შედგე­ნი­სას ხანძრის ნომრის შემუშავება-გან­საზღვრა ხორციელდება ხანძრის ნომრის დადგენის სარეკომენდაციო ნიმუშის მიხედვით (დანართი №2).

    მუხლი 21

ხანძრის ნომერი განისაზღვრება ხანძრის განვითარების პროგნო­ზის, ვი­თარების შე­ფა­სების, სახანძრო-სა­­მაშ­ვე­ლო დანაყოფის ტაქ­ტი­კუ­რი შე­საძ­­ლებ­ლო­­ბე­ბის და ხანძრის ჩაქ­რო­ბისა და საავარიო-სამაშველო სამუ­­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაზე მიმართული მოქმედებე­ბის წინას­წა­რი დაგე­გ­მვის სა­ფუძ­ველზე.

    მუხლი 22

საჭიროებიდან გამომდინარე, მომდევნო (მაღალი) ხანძრის ნო­მერი ცხად­დე­ბა ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვა­ნე­ლის გადაწყვეტილებით ხან­­ძრის და­ზ­­ვერ­ვი­სა და ვითარების შეფასების შედეგად. ხანძრის უმა­ღ­ლე­სი ნო­მერი ითვა­ლის­წინებს ხანძრის ჩასაქრო­ბად სა­ხან­ძ­რო-სა­მაშ­ვე­ლო გათვ­ლაში არსე­ბუ­ლი ძირითადი და სპეცია­ლუ­რი სახა­ნძრო ავ­ტო­მო­ბი­ლების და პირადი შემადგენლობის მაქსიმალური რა­ო­დენობის მო­ზიდვას, იმავ­დ­როულად მო­რი­გე­ო­ბი­დან თავისუფალი პი­რა­დი შე­მადგენლობის შეკ­რე­ბასა და სა­თა­და­რიგო ტექნიკის გათ­ვ­ლაში ჩაბ­მას.

    მუხლი 23

მორიგე ცვლის გასვლის რაი­ო­ნის ფარგლებს გარეთ ხანძარზე და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შემთხვევაში, იმ ტერიტო­რია­ზე, სადაც დისლო­ცირებულია მხო­­ლოდ ერთი სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყოფი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ უნდა იქნეს მორიგეობიდან თავისუფალი პი­რადი შე­მად­გენლობის შეკ­რე­ბა და სათადარიგო ტექ­ნიკის გათვლაში ჩაყენება.

    მუხლი 24

სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფების გასვლა ხანძრის ჩაქ­რო­ბი­სა და სა­ა­­ვა­რიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად განრიგის თანახ­მად ხორციელდება:

ა) სატელეფონო შეტყობინების შემდეგ;

ბ) შიგა განწესის გუშაგისათვის სიტყვიერი შეტყობინების შემდეგ;

გ) ხანძრის გარეგნული ნიშნებით აღმოჩენისას.

    მუხლი 25

გასვლის განრიგის შედგენისას მხედველობაში მისაღებია, რომ გასვლის რაიონში სახანძრო-სამაშველო გათვლა შეიძ­ლე­­ბა მი­ვი­­დეს მო­მიჯ­ნავე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო გათ­ვ­ლაზე გვიან, სხვა ხან­ძარზე ყოფნის, აგრეთვე მსვლე­ლო­ბის მარშრუტზე შეფერ­ხე­ბე­ბის გა­მო, ამ შემთხვევაში გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქნეს დამხმარე სახანძრო-სა­მაშ­ვე­ლო დანაყოფის ერთი გათვ­ლის იმავდროული გაგზავნა.

    მუხლი 26

ხანძარზე სპეციალური სახანძრო ავტომობილების გაგზავნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა გას­ვლის გან­რი­გით გან­საზღვრული წესით ან ხანძრის ჩაქ­რობის ხელ­მძღვანელის მოთხოვნით, ხანძარზე შექ­­მ­ნი­ლი ოპერა­ტი­ულ-ტაქ­­ტი­კური ვითარებიდან გამომ­დი­ნა­რე. მორიგე ცვლის გათ­ვლაში სპე­ცი­­ა­­ლუ­რი სახანძრო ავტომობილების ყოფ­ნის შემთხვევაში დასაშვებია მა­თი გაგ­ზავნა ხანძარზე უფროსი თანამდებო­ბის პირის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

    მუხლი 27

„სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წეს­დების დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომ­ბრის №1254 ბრძა­ნებით დამტკიცებულ ხანძარზე და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გასვლის განრიგს (დანართ №2) აგრეთვე თან ერთვის:

ა) სახანძრო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო დანაყოფების ძა­ლე­ბისა და სა­შუ­ალე­ბე­ბის ნუსხა, რომელთა ინტერესებიდან გამომდი­ნა­რე მუშავდება გას­ვლის გან­რიგი;

ბ) ჩაბმის გეგმიდან ამონაწერი, რომელიც ამ ადმინისტრაციულ-ტე­რი­ტორიული ერთეულის დანაყოფს ეხება, ხანძრის ნომრის მითითებით, რის მი­ხედ­ვითაც მოიზიდებიან დამხმარე დანაყოფების ძალები და სა­შუალებები;

გ) დამხმარე სახანძრო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო დანა­ყო­ფე­ბის ძა­ლე­ბი­სა და საშუა­ლე­ბების ჩამონათვალი, ამ დანაყოფიდან მან­­ძი­ლების, მსვ­ლელობის მარ­შრუტის და გზის საფარის მდგო­მა­რე­ო­ბის მითითებით.

    მუხლი 28

გასვლის განრიგის შემუშავება მოიცავს:

ა) ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაციებში ხან­ძ­რის ჩაქრობის და სა­ა­ვარიო-სამაშველო სამუ­შაო­ე­ბის ჩატარებაზე მი­მარ­თუ­ლი მოქმედე­ბე­ბის წი­ნას­წარ დაგეგმვას;

ბ) ქალაქის, დასახლებული პუნქტების და ორგანიზაციების ნუს­ხის განსაზღვრას, რომლებზეც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშ­ვე­ლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა და­ნა­ყო­ფების გაგზავნა ხანძრის მაღალი ნომრით;

გ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე განლაგე­ბუ­ლი ორ­­გა­ნი­­ზა­ცი­ე­ბის სპეციალური ნუსხის გან­საზღვრას, რომ­­ლებზეც ხანძ­­რის ჩაქრობისა და სა­ა­ვა­რი­ო-სამაშველო სამუშაოების ჩასატა­რებ­ლად საჭიროა დამატე­ბით ძალებისა და საშუალებების მოზიდვა სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან;

დ) სპეციალურ ნუსხაში შემავალ ორგანიზაციებში მომ­ხ­და­რი რთუ­ლი ხანძრების ჩასაქრობად საჭირო და­მა­ტებითი ძალებისა და სა­შუ­ალებების რაო­დენობის განსაზღვრას;

ე) დამატებითი ძალებისა და საშუალებების რაოდენობის განსაზ­ღვრას, რომ­ლებიც შეიძლება მოზიდული იქნენ სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მომხდარ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

ვ) გასვლის რაიონში საჭირო დონის მაკომპენსირებელი ღონისძიე­ბე­ბის შემუშავებას სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რთუ­ლი ხანძრების ჩაქრობისა და საა­ვარიო-სამაშველო სამუშაოების ჩა­ტა­რე­ბი­სას;

ზ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან და სხვა დაინ­ტე­­რ­ე­სე­ბულ ორგა­ნი­­ზაციებთან ურ­თი­­ე­რთ­ქმედების შესა­ხებ ინსტრ­უქ­ციების შემუშავებასა და შეთანხმებას.

    მუხლი 29

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტე­­­რი­ტო­რიულ საზღვრებს ფარგლებს გარეთ ხანძრებისა და სხვა სა­გან­გებო სიტუაციების წარმოქმნისას, სა­განგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამ­სა­ხურის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების გამოყენების თაობაზე გადაწყვე­ტილებას, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან შეთანხმებით, იღებს საქართველოს შინაგან საქ­მეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

 

დანართი№2

ხანძრის ნომრის დადგენის სარეკომენდაციო ნიმუში

 

ხანძრის

ნომერი

ხანძრის ნომრის მიხედვით გამოძახებული ძალები და საშუალებები

სხვადასხვა ნაგებობები, რომლებზეც ძალები და საშუალებები იგზავნება პირველი შეტყობინებისთანავე

შენიშვნა

ძირითად სახანძრო ავტომობილებზე

სპეციალურ სახანძრო ავტომობილებზე

 

 

 

 

1

1-2 გათვ­ლა ავტოცისტერნით

 

(გას­ვ­ლის რაიონში სრუ­­­ლი შემადგენლო­­­ბით გადის მო­რი­გე ცვლა)

 

1 გათვლა ავ­­ტო­­­კიბით

 

(4 და მეტ­სარ­­­­თუ­ლიანი და 8 მეტრზე მეტი სიმაღლის საწარმოო შენო­ბე­­ბი­სათ­ვის)

 9 სარ­­თუ­ლზე ნაკლები სიმაღ­ლის საცხოვ­რე­ბე­ლი სახლები (ხანძ­რის გაჩენისას სართუ­ლებ­­ზე), გარაჟები, საწარმო­ები (არახან­ძარსაშიში წარმოებით), სხვა ობიექტები, აგრეთ­­ვე ავარიების და სტი­ქიური უბედუ­რე­ბე­­ბის ადგი­ლები, სადაც ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე

ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს უფლება აქვს გამოიძახოს ერთი ან რა­მ­დე­ნიმე გათვლა ძირითად და სპეციალურ ავტომობილებზე ხანძრის მაღალი ნომრის გამოცხადე­ბის გარეშე

 

 

 

2

4-5 გათვ­ლა ავტოცისტერნით

 

(გას­ვ­ლის რაიონში გა­დის მო­რი­გე ცვლა და ახლომდებარე სახანძ­რო-სამაშველო დანაყოფის გათვლები)

 

1 გათვლა ავ­­­ტო­კიბით

(4 და მეტ­სარ­­­­თუ­ლიანი და 8 მეტრზე მეტი სიმაღლის საწარმოო შენო­ბე­ბი­სათ­ვის

1 გათვ­ლა აირკვამლდამცავი სამსახურის ავტომობილზე

(შე­ნობების სარდაფებში ხანძრის გა­ჩენისას)

საბავშვო, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასტუმრო­ები, საერთო საცხოვ­რებ­ლე­ბი, 10 და მეტსარ­­თუ­ლიანი საცხოვრებელი სახლები, საც­ხოვ­რე­­ბელი სახ­ლების სარ­და­ფები და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც ავტომატურად ენიჭება ხანძრის 2 ნომერი

ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი უშუალოდ ხან­ძ­რის ადგილიდან ადასტურებს ან უარყოფს გამოძახების ნომერს ან აცხადებს უფრო მაღალ ნომერს 

 

 

 

 

 

3

6-9 გათვ­ლა ავტოცისტერნით

 

(გას­ვ­ლის რაიონში გა­დის მო­რი­გე ცვლა და ახლომდებარე სახანძ­რო-სამაშველო დანაყოფების გათვლე­ბი)

 

1-2 გათვლა ავ­­­ტო­­კი­ბით

1 გათვ­ლა აირკვამლდამ-ცავი სამსახურის ავტომობილით

(შე­ნო­­ბების სარდაფებში, საკა­ბელო გვი­რა­ბებში ხანძრის გაჩენისას)

1 გათვლა საავარიო-

სა­მაშველო ავტომობილით

(ღამის საათებში, აგრეთვე შენო­ბების სარდა­ფებ­ში, საკა­ბელო გვირა­ბე­ბ­ში ხანძრის გაჩე­ნი­სას)

სამაყურებლო დაწესებულე­ბები, ნავთობბაზები, აფეთქებახანძარსაშიში წარმოების მქონე საწარმოები, სასიცოცხლო უზრუნველყოფის, განსაკუთრებული მნიშვნელო­ბის და სხვა, ორგანიზაციები, რომლებსაც ავტომატურად ენიჭება გამოძა­ხე­ბის 3 ნომერი 

ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი უშუალოდ ხან­ძ­რის ადგილიდან ადასტურებს ან უარყოფს გამოძახების ნომერს ან აცხადებს უფრო მაღალ ნომერს 

 

 

 

 

 

4

10-15 გათვ­ლა ავტოცისტერნით

(დამატებით _  1, 2, 3 ნომერზე გასული ძალების დასახმარებლად  გა­დის 4-6 მო­რი­გე ცვლა ახლომდებარე სახანძ­რო-სამაშველო დანაყოფებიდან)

გათვლები ავ­­­ტო­­კი­ბით, აირ­კვამლ­დამ­ცავი სამსახურის ავტომობილით, საავარიო-სა­მაშველო ავტომობილით, სახელოების ავტომობილით, ავტოამწით (ხანძრის ჩაქრობის ხელმ­ძღვანელის მოთხოვნით)

4 ნომერი ხანძარი ავტომატურად არ ცხადდება

4 ნომერი ხანძარი ცხადდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, უშუალოდ ხან­ძ­რის ადგილიდან, თუ  3 ნომრით თავმოყ­რი­ლი ძა­ლები და საშუა­ლე­ბები არ არის საკმარისი ხანძრის ჩასაქრობად