მუხლი 16 ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს დასახლებული პუნქტების, ობიექტების ოპერატიულ-ტაქტიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ თავისებურებებს, კონკრეტულ ობიექტებზე შრომის დაცვისა და უსაფთხოების ტექნიკის წესებს, ხანძრის წარმოქმნის და განვითარების პარამეტრების პროგნოზირების ტექნიკურ უზრუნველყოფას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საავარიო-სამაშველო ფორმირებების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის სხვადასხვა ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტას, ხანძრის ჩაქრობის სხვადასხვა საშუალებებისა და ხერხების გამოყენებას, აგრეთვე სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს🔗