ა) ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაციებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას;
ბ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების, ორგანიზაციების სპეციალური ნუსხის განსაზღვრას, სადაც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მოიზიდებიან დამატებითი ძალები და საშუალებები სხვა თვითმმართველი ერთეულებიდან;
გ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დამატებითი ძალებისა და საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას, რომლებიც მოიზიდებიან სპეციალურ ნუსხაში შეტანილ ორგანიზაციებში მომხდარი ხანძრების ჩასაქრობად;
დ) დამატებითი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას, რომლებიც მოიზიდებიან მომიჯნავე ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ე) გასვლის რაიონში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების დისლოკაციის შეცვლის უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავებას სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში რთული ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას;
ვ) სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რთული ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას გასვლის რაიონში ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების საჭირო დონის უზრუნველმყოფი მაკომპენსირებელი ღონისძიებების შემუშავებას;
ზ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ინსტრუქციების შემუშავებას და შეთანხმებას
მუხლი 10. ჩაბმის გეგმის შემუშავება მოიცავს:
თავი II — ხანძრების და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმის შემუშავება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ადგილობრივ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოქმედებების მართვისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- მუხლი 4. რეგიონულ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოქმედებების მართვისას რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- მუხლი 6. 1. სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეა
- მუხლი 7. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგ
- მუხლი 8. „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებულ ძალებისა და საშუალებების ჩაბმის
- მუხლი 9. ჩაბმის გეგმა ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებაშ
- მუხლი 11. ჩაბმის გეგმის კორექტირება ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე:
- მუხლი 12. რთული ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად პირველ რიგში მოიზიდებიან ძირითადი, სპეციალური სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკით, სამაშველო, სახანძრო-ტექნიკური
- მუხლი 14. 1. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება მოიცავს:
- მუხლი 16. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს დასახლებული პუნქტების, ობიექტების ოპერატიულ-ტაქტიკურ და საინჟი
- მუხლი 17. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება ხორციელდება შესაძლო ავარიული სიტუაციების მოდელირებისა და ვითარების პროგნოზირებ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-10/