„სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებულ ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმას (დანართი №3) აგრეთვე თან ერთვის:
ა) სახანძრო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ნუსხა;
ბ) სახანძრო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩამონათვალი, რომლის ტერიტორიაზე იგზავნებიან დამხმარე დანაყოფები ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და რომლის ინტერესებიდან გამომდინარე მუშავდება ჩაბმის გეგმა, მანძილების, მსვლელობის მარშრუტისა და გზის საფარის მდგომარეობის მითითებით;
გ) დასახმარებლად მოზიდული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩამონათვალი, ამ დანაყოფებიდან მანძილების, მსვლელობის მარშრუტის, გზის საფარის მდგომარეობისა და აღნიშნულ პერიოდში მაკომპენსირებელი ღონისძიებების მითითებით.
მუხლი 8
თავი II — ხანძრების და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმის შემუშავება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-8/