საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას სხვადასხვა სახეობის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საავარიო-სამაშველო ფორმირებების მოქმედებების მართვა და კოორდინირება მართვის დონეების მიხედვით ევალებათ:
ა) ცენტრალურ დონეზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს;
ბ) ავტონომიის დონეზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებს;
გ) რეგიონულ დონეზე – რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს;
დ) ადგილობრივ დონეზე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს.
მუხლი 2
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-2-2/