რეგიონულ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოქმედებების მართვისას რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალების და საშუალებების გამოყენების დაგეგმვა;
ბ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალების და საშუალებების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებს შორის კავშირის ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების გამოძახების თაობაზე ინფორმაციის მიღების და რეგისტრაციის ორგანიზება, გამოძახების შემდგომი დამუშავება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) რეგიონის სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შეთანხმების (ერთობლივი ინსტრუქციების) შემუშავების ორგანიზება და დამტკიცება;
ზ) რეგიონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირების ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გამოძახების წესის განსაზღვრა.
მუხლი 4
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 4, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-4/