ჩაბმის გეგმის კორექტირება ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე:
ა) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზების სფეროში ახალი ნორმატიული აქტების გამოცემის შემთხვევაში;
ბ) გასვლის რაიონის საზღვრების ცვლილების დროს;
გ) სახანძრო-სამაშველო გათვლების რაოდენობის, პირადი შემადგენლობის რიცხოვნების, აგრეთვე სახანძრო და სპეციალური საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაბელური კუთვნილების ცვლილებების შემთხვევაში.
მუხლი 11
თავი II — ხანძრების და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმის შემუშავება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-11/