2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებში წარმოქმნილ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე ჩაბმის გეგმის დადგენილი წესით შემუშავებას უზრუნველყოფს რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი განკარგულებით. ჩაბმის გეგმა თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან.
3. გასვლის განრიგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითადი ოპერატიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ხანძრებისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების სწრაფი და ორგანიზებული გადანაწილების წესს სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმისას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ტერიტორიულ საზღვრებში წარმოქმნილ ადგილობრივ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გასვლის განრიგის დადგენილი წესით შემუშავებას უზრუნველყოფენ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და ამტკიცებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ქალაქების – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი – სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გასვლის განრიგი თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან.
4. ჩაბმის გეგმის შემუშავების მიზნით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან წარუდგინონ აუცილებელი მონაცემები (შეიარაღებაში არსებული სახანძრო და სპეციალური ავტომობილების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, გასვლის რაიონის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათება და ა.შ.) შესაბამის რეგიონულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს
მუხლი 6. 1. სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების შესწავლის ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დან
- მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
- მუხლი 1. 1. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას (შემდგომში – ხანძრები და სხვა საგანგებო სიტუაციები) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახან
- მუხლი 2. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას სხვადასხვა სახეობის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საავარიო-სამაშველო ფორმირებების მოქმედებების მარ
- მუხლი 3. ადგილობრივ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოქმედებების მართვისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- მუხლი 4. რეგიონულ დონეზე ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოქმედებების მართვისას რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- მუხლი 7. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და რეგიონული საგანგ
- მუხლი 8. „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებულ ძალებისა და საშუალებების ჩაბმის
- მუხლი 9. ჩაბმის გეგმა ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებაშ
- მუხლი 10. ჩაბმის გეგმის შემუშავება მოიცავს:
- მუხლი 11. ჩაბმის გეგმის კორექტირება ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-6/