მუხლი 22 საჭიროებიდან გამომდინარე, მომდევნო (მაღალი) ხანძრის ნომერი ცხადდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ხანძრის დაზვერვისა და ვითარების შეფასების შედეგად. ხანძრის უმაღლესი ნომერი ითვალისწინებს ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო-სამაშველო გათვლაში არსებული ძირითადი და სპეციალური სახანძრო ავტომობილების და პირადი შემადგენლობის მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვას, იმავდროულად მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებასა და სათადარიგო ტექნიკის გათვლაში ჩაბმას🔗