„სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებულ ხანძარზე და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გასვლის განრიგს (დანართ №2) აგრეთვე თან ერთვის:
ა) სახანძრო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ნუსხა, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარე მუშავდება გასვლის განრიგი;
ბ) ჩაბმის გეგმიდან ამონაწერი, რომელიც ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დანაყოფს ეხება, ხანძრის ნომრის მითითებით, რის მიხედვითაც მოიზიდებიან დამხმარე დანაყოფების ძალები და საშუალებები;
გ) დამხმარე სახანძრო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩამონათვალი, ამ დანაყოფიდან მანძილების, მსვლელობის მარშრუტის და გზის საფარის მდგომარეობის მითითებით.
მუხლი 27
თავი V — ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების გასვლის განრიგის შემუშა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 27, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-27/