მუხლი 26 ხანძარზე სპეციალური სახანძრო ავტომობილების გაგზავნა ხორციელდება გასვლის განრიგით განსაზღვრული წესით ან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, ხანძარზე შექმნილი ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მორიგე ცვლის გათვლაში სპეციალური სახანძრო ავტომობილების ყოფნის შემთხვევაში დასაშვებია მათი გაგზავნა ხანძარზე უფროსი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით🔗