"ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25.03.1185
სარეგისტრაციო კოდი
270220000.37.101.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 29/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №25.03.1185

2010 წლი ს 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05 .11 .128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05 .11 .128 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესი დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქ. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) დ. ნინიძეს.

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ.თბილისის მერი გ . უგულავა

დანართი 1

ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მერის, მერის მოადგილეების, ქ. თბილისის რაიონული გამგეობების, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების მექანიზმს.

    მუხლი 2. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი

1. საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქ. თბილისის ბიუჯეტი.

2. ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების გაცემა ხორციელდება ქ. თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ამ მიზნით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

3. მოსამსახურეზე პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ყოველთვიურად. პრემიის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მუშაობის შედეგში შეტანილი თითოეული მოსამსახურის პირადი წვლილის, ზეგანაკვეთური მუშაობის, განსაკუთრებით საპასუ ხ ისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით. ასევე, პრემია შეიძლება გაიცეს დღესასწაულებთან დაკავშირებით. გასაცემი პრემიის ოდენობა მაქსიმალური სიდიდით არ იზღუდება.

    მუხლი 3. პრემიის გაცემის წესი

1. ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების, ქ. თბილისის რაიონების გამგებლების, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეების, ქ. თბილისის რაიონის გამგებლების მოადგილეების, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების, აპარატის (სამსახურის) უფროსის, მერიის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსების, ქ. თბილისის საკრებულოში ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის პრემირებას ახორციელებს ქ. თბილისის მერი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების) საფუძველზე.

2. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების საჯარო მოსამსახურეთა (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობებისა) პრემირებას, კურატორი მერის მოადგილესთან შეთანხმებით, ახორციელებს სამსახურის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

3. ქ. თბილისის მერის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობებისა) პრემირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების) საფუძველზე.

4. ქ. თბილისის რაიონული გამგეობების საჯარო მოსამსახურეთა (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობებისა) პრემირებას, კურატორი მერის მოადგილესთან შეთანხმებით, ახორციელებენ გამგებლები, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (განკარგულებების) საფუძველზე.