„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
340010000.33.041.014966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.33.041.014.966

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება№66

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი;

გ) საფინანსო-საბუღალტრო დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.”

ბ) დებულებას დაემატოს 181 და 182 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 181.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვის (შესრულების) კონტროლი;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) სამინისტროს ან/და სამინისტროს სისტემის დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს ან/და სამინისტროს სისტემის დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამართალდარ-ღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 182.

თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) იხელმძღვანელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით, შიდა აუდიტის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიითა და შიდა აუდიტის სტანდარტებითა და შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპებით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების წინასწარი მონიტორინგი და შეფასება, აღნიშნული პროცესების განხორციელების შესახებ მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

გ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩაატაროს თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის, ფინანსური და კამერალური აუდიტი;

დ) განახორციელოს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;

ე) კონკრეტული მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) აუდიტის მიმდინარეობისას, საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტაცია და სხვა სახის ინფორმაცია;

ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს მასალები შესაბამის ორგანოში გადასაგზავნად;

თ) ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და უზრუნველყოს ცენტრისთვის წარდგენა;

ი) შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს პოლიტიკის ეფექტურ რეალიზაციაში;

კ) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენ-ლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა;

ლ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში ითანამშრომლოს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაცია და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

მ) განხორციელოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და ამოცანები.“

გ) დებულებიდან ამოღებული იქნეს IV თავი.

დ) დებულებას დაემატოს შედეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1.სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები

    მუხლი 183.

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები:

ა) წარმართავენ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენენ სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებენ მოვალეობებს მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს შორის და აძლევენ მათ მითითებებს:

დ) ახორციელებენ კონტროლს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებენ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენენ ანგარიშს მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებენ ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენენ მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენენ მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობენ იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებენ დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენენ ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობენ სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებენ ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა:

ა) ამზადებს და მინისტრსა და სსიპ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრთან (შემდგომში – ცენტრი) შესათანხმებლად წარადგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ბ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

გ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას. განსაზღვრავს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, განხორციელების სიხშირეს და შიდა აუდიტორთა რაოდენობას;

დ) შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე შეიმუშავებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს აუდიტის პროგრამას;

ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე დეპარტამენტში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს;

ვ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;

თ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის აკუმულირებას რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, აუდიტის ყველა ანგარიშისა და ყველა სხვა საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩამოთვლილია „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონში და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში;

ი) თანამშრომლობს ცენტრთან და, მოთხოვნის შემთხვევაში, ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;

კ) ასრულებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

ლ) ამზადებს და მინისტრსა და ცენტრს წარუდენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;

მ) პასუხისმგებელია ცენტრისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინების საფუძველზე და მინისტრის გადაწყვეტილებით, უფროსის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. ძირკვაძე

 

 

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

 

ბუნებრივი დანაკარგის სახეები

დანაკარგის ნორმა

(%-ში მასიდან)

1

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგი ს ნორმა სა­ერთა­შორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკი­ნი­­გზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს

0.29-მდე

2

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვე­­ყ­ნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და სა­ავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შე­ა­დ­­გენს

 

0.1-მდე

3

მარცვლეულის შენახვ ის ა ს ელევატორის სი­ლო­სებ სა და საელევატორო პროცესში და­ნა­კარ­­­გის ნორ­მა შეადგენს

 

0.35-მდე