„საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1
2008 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და საკურორტო-რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება–სატყეო დეპარტამენტის ყოფილი კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის კვარტალ №4-ის ლიტერი №1, 2, 4, 7, 9, საერთო ფართობით – 10 ჰექტარი;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.01.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 04.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 390.040.050.08.002.004.
- სად არის „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.01.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“, №1, 04.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102082/