,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის №670 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.09.2008 ბოლო ცვლილება 24.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№433
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 08/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №433

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის №670 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის №670 ბრძანებულება.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის პირველ დეკემბრამდე უზრუნველყოს მის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემა (მოქმედი სანომრე ნიშნების შეცვლა).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელისა და ნახევარმისაბმელისათვის ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემამდე ძალას ინარჩუნებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის №670 ბრძანებულების შესაბამისად გაცემული სანომრე ნიშანი.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი