„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 09/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4

2009 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №96, მუხ. 1273) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;

ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა; ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

ფონდი:

ა) მოიძიებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსურ სახსრებს;

ბ) აფინანსებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს;

გ) გასცემს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიკაციისათვის საჭირო თანხას;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შეიმუშავებს და მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრულ დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების სრულ გასაიდუმლოებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;

ი) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.“;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)

1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით და არის ფონდის სტრუქტურული ერთეული.

2. თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

3. თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

4. თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

5. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ასაკის, სქესის და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით. ხელშეკრულება იდება მსხვერპლსა და თავშესაფრის ადმინისტრატორს შორის.

6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას თავშესაფრის შინაგანაწესი, რომელიც მას გადაეცემა თავშესაფარში მისვლისთანავე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი