სენეგალის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 08/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

               საქართველოსა და სენეგალის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკე

 

საქართველოს მთავრობა და სენეგალის რესპუბლიკის მთავრობა;

 

სურთ რა ხელი შეუწყო ნ ურთიერთგაგებას და მეგობრობას და განამტკიც ონ კავშირები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის;

 

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, კერძოდ, მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა და ხელშეწყობა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების  მკაცრი დაცვა, ისევე როგორც სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისაგან თავის შეკავება;

გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, დილომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის, საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდები თ გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

რის დასტურადაც, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვაქვს მიღებული ჩვენი მთავრობებისაგან სრული უფლებამოსილება და ხელს ვაწერთ წინამდებარე კომუნიკეს ორ ეგზემპლარს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

                                                     შესრულებულია ნიუ-იორკში, 2010 წლის 19 აგვისტოს

 

საქართველოს სახელით

 

მისი უდიდებულესობა ბატონი ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

სენეგალის რესპუბლიკის სახელით

 

მისი აღმატებულება ბატონი

პოლ ბადჯი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სენეგალის მუდმივი წარმომადგენელი