ერთობლივი კომუნიკე - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის
საქართველოს მთავრობა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის მთავრობა;
განზრახული აქვთ რა განავითარონ თავიანთ ორ ხალხს შორის ურთიერთგაგება, მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში, გაერთიანებული ერების წესდების, საერთაშორისო სამართლის, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად;
გამოხატავენ თავიანთ ორმხრივ რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ისევე როგორც მშვიდობიან თანაარსებობას, განსაკუთრებით ეროვნული სუვერენიტეტის ორმხრივ პატივისცემას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობასა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას;
იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმ ო წერის დღიდან.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, მათმა უდიდებულესობებმა, ორივე ქვეყნის ელჩებმა და გაეროში მუდმივმა წარმომადგენლებმა, სათ ა ნადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ორ მსგავს დედანს ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2010 წლის 23 ივნისს
| საქართველოს მთავრობის სახელით ___________________ მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ი ერები ს ორგანიზაციაში | ეკვატორულ გვინეის მთავრობის სახელით _________________________ მისი აღმატებულება ბატონი ანატოლიო ნდონგ მბა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ი ერები ს ორგანიზაციაში |