ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და კონგოს რესპუბლიკა,
სურვილი აქვთ რა, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად,
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პრინციპებითა და მიზნებით.
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
საქართველო და კონგოს რესპუბლიკა გამოხატავენ თავიანთ რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და მშვიდობის განმტკიცებას.
ყოველივე ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ერთობლივი კომუნიკეს სამ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2011 წლის 3 მარტს.
|