ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და მალავის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152/1
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

 

საქართველოს მთავრობა და მალავის რესპუბლიკის მთავრობა,

 

სურვილი აქვთ რა, წაახალისონ და გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა თავიანთ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ერთობლივი თანამშრომლობის სხვა სფეროებში, თანასწორობის საფუძველზე, ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, ისევე როგორც ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობით,

 

სწამთ რა, რომ ამ არსებით ურთიერთობებს განავითარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებისა და მიზნების და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე,

 

დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და წვლილს შეიტანს მსოფლიოში თანამშრომლობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში,

 

თანხმდებიან წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების თაობაზე, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციისა და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად.

 

ყოველივე ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 19 სექტემბერს, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ორ დედანს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

_____________________________

 

მისი აღმატებულება ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორაგანიზაციასთან

 

მალავის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

__________________________

 

მისი აღმატებულება ბრაიან ჯ. ბოულერი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

მალავის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან