ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და გაიანის რესპუბლიკა,
ხელმძღვანელობენ რა თავიანთი საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში,
დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განავითარონ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
იღებენ გადაწყვეტილებას, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციისა და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 23 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
|