ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველომ და მავრიტიუსის რესპუბლიკამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, რათა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დაამყარონ და განავითარონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, ტექნიკურ და სხვა სფეროებში,
მიიღეს გადაწყვეტილება წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის საფუძველზე.
სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავიანთი ურთიერთობები დააფუძნონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებზე, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე.
საქართველო და მავრიტიუსის რესპუბლიკა დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და წვლილს შეიტანს მათ შორის თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში.
ყოველივე ამის დასტურად, როგორც ამ ქმედების მოწმეებმა, ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 3 მარტს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 03.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №155/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016145.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მავრიტიუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №155/1, 03.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1754819/