ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და მალის რესპუბლიკა,
სურვილი აქვთ რა წაახალისონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განამტკიცონ ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებითა და მიზნებით და 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებით.
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე;
ყოველივე აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 9 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 09.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №153/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016147.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №153/1, 09.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1754661/