ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო და ბურკინა ფასო,
სურვილი აქვთ რა, განავითარონ ურთიერთგაგება და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა;
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პატივისცემისა და წახალისების, სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის, 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების შესაბამისად;
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ ერთობლივი კომუნიკეს ორ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ქ. ნიუ-იორკი, 2012 წლის 2 ოქტომბერი.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2012.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“?
- „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“ მიღებულია 28.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №176/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016155.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"“, №176/1, 28.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016155 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1767191/