ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კამერუნის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№186/1
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

საქართველოს მთავრობა და კამერუნის რესპუბლიკის მთავრობა, სურვილი აქვთ რა:

1. დაადასტურონ და გააძლიერონ თავიანთ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები თავიანთი ხალხების ორმხრივი ინეტერესების ფარგლებში;

2. წაახალისონ და გაახშირონ თავიანთ შესაბამის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში;

 

საერთაშორისო სამართლის პრინციპების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და ობიექტებისადმი, როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის აუცილებლობის საშუალებებისადმი, თავიანთ საერთო ერთგულებაზე დაყრდნობით;

მხარეები თანხმდებიან, რომ მათი დიპლომატიური ურთიერთობები დაეყრდნობა 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციას, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დაეყრდნობა 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციას.

იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თავიანთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს ელჩების დონეზე 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 26 სექტემბერს ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

 

 

საქართველოს სახელით

 

მისი აღმატებულება ქალბატონი

მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 

კამერუნის რესპუბლიკის სახელი

 

მისი აღმატებულება ბატონი

პიერ მუკოკო მბონჯო

კამერუნის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი