ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოსა
და
უგანდის რესპუბლიკას შორის
საქართველო და უგანდის რესპუბლიკა,
სურვილი აქვთ რა, განავითარონ ურთიერთგაგება, გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის;
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და მიზნებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა და ხელშეწყობა, სახელმწიფოთა შორის თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა;
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციისა და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებისა და გაეროს წესდებაში გაცხადებული პრინციპების შესაბამისად;
რის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, თავიანთი მთავრობების მიერ ჯეროვნად უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ორ დედანს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში,2010 წლის 9 დეკემბერს.
|
საქართველოს სახელით _______________________________
მისი უდიდებულესობა ბატონი ალექსანდრე ლომაია ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან |
უგანდის რესპუბლიკის სახელით _______________________________
მისი უდიდებულესობა დოქტორი რუჰაკანა რუგუნდა ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“?
- „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“ მიღებულია 09.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016014.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და უგანდის რესპუბლიკას შორის“, №0, 09.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1188306/