ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
საქართველომ და სამოას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ,
სურთ რა განავითარონ ურთიერთგაგება და განამტკიცონ მეგობრობა და თანამშრომლობა თავიანთ ორ ხალხს შორის,
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული მიზნებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პატივისცემისა და წახალისების, სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,
გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან.
ამის დასტურად, ქვემოთ ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ ჯეროვნად უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს ამ ერთობლივ კომუნიკეს ორ ვერსიას ქართულ, სამოურ და ინგლისურ ენებზე.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ორი ათას ათი წლის მარტის მეთორმეტე დღეს.
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) |
| სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით (ხელმოწერილია) |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| ალექსანდრე ლომაია |
| ალიოაინა ფეტური ალისაია |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი |
| სამოას დამოუკიდებელისახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელი |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციში |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“?
- „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“ მიღებულია 12.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 480050000.03.030.000768.
- სად არის „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის“, №-, 12.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 480050000.03.030.000768 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1219840/