ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480050000.03.030.000769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 20/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის

საქართველო და პარაგვაის რესპუბლიკა,

სურთ რა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთგაგების ხელშეწყობა და მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება,

ხელმძღვანელობენ რა გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების პატივისცემის და ხელშეწყობის, სახელმწიფოთა თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,

გადაწყვიტეს ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღის შემდგომ დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების დონეზე, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პირობების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის დასტურად, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემოთ ხელმომწერმა პირებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივი კომუნიკეს სამ ორიგინალს ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

ნიუ-იორკი, 9 მარტი, 2010 წ.

 

საქართველოს სახელი                               პარაგვაის რესპუბლიკის სახელით

მისი აღმატებულება ბატონი                     მისი აღმატებულება ბატონი

 

ალექსანდრე ლომაია                                ხოსე ანტონიო დოს სანტოსი

(ხელმოწერილია)                                               (ხელმოწერილია)

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,               საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი          პარაგვაის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში